Saturday, March 24, 2012


1.პროექტის სახელწოდება:  ფშავ–ხევსურეთი  ვაჟა–ფშაველას შემოქმედებაში.
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები უფრო ახლოს გაეცნონ საქართველოს ერთ–ერთ ულამაზეს კუთხეს – ფშავ–ხევსურეთს და დიდი ქართველი პოეტის ვაჟა–ფშაველას  მშობლიურ გარემოს.
3.პროექტის აქტუალურობა: მოსწავლეები გაეცნობიან  საკუთარი ქვეყნის წარსულს, რომლის   გარეშეც ძნელია ლიტერატურული ნაწარმოებების გაგება.
4.პროექტის მიზნები: გაეცნონ ფშავ–ხევსურულ ტრადიციებს, როგორ აისახა ისინი ვაჟა–ფშაველას შემოქმედებაში.
 წაიკითხავენ ვაჟას ეთნოგრაფიულ წერილებს.
5.მონაწილეთა ასაკი: 16–17 წლის მოსწავლეები
6.ვადები /ხანგრძლივობა: სამი თვე,  წლის ბოლოს ექსკურსია– ვაჟა–ფშაველას მშობლიურ სოფელ–ჩარგალში.
7.მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას. სტატიების,  ფოტო მასალის შეგროვება. გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ფშავ–ხევსურეთის ბუნება და   ეთნოგრაფიული მასალა.  
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფოტო აპარატი, წიგნი, რვეული, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  მასალის მოსაძიებლად ჯგუფების შექმნა, ვაჟას პოემებიდან და ლექსებიდან  ტრადიციების ამოკრება. ლიტერატურული  წერილების გაცნობა
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ლიტერატურა, ეთნოგრაფია,ისტორია, გეოგრაფია.
·      სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურულ ტექსტებში ასახულ კულტურულ ფასეულობათა გააზრება  და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
·      წერილობით ტექსტებში საკუთარი პოზიციისა და ღირებულებითი დამოკიდებულებების სხვადასხვა ლიტერატურული ფორმით წარმოჩენა;
11. პროექტის ხანგრძლივობა (მასწავლებელი): სამი თვე. (მარტი, აპრილი, მაისი) წლის ბოლოს ექსკურსია –ჩარგალში
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა. მაკა მოწონელიძე, makamowonelidze@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: makamowonelidze@gmail.com.

No comments:

Post a Comment